ანონსები
26 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2017 - ის ფარგლებში, უმასპინძლებს ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდავის სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს.
საჯარო ლექცია თემაზე:„საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“
საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“.
ლექციას წაიკითხავს ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის, ტრომსოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ქ-ნ ნათია სხვიტარიძე.
ლექციაზე განხილული იქნება მოქმედი პროექტის სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაბადების რეგისტრის ფორმირებას.
თარიღი: 26.09.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #302
დრო: 12:00 სთ
საჯარო ლექცია თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და კვალიფიკაციები"
26 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს საჯარო ლექციას
თემაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და კვალიფიკაციები".
ლექციაზე განხილული იქნება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში არსებული სერვისული შესაძლებლობები და ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დგას საერთაშორისოდ აღიარებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და დარგში საერთაშორისო ბაზრებზე დასაქმების ჰარმონიზაციის კუთხით.
მოხსენება წარმოდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ ლობჯანიძის მიერ.
თარიღი: 26.09.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #302
დრო: 15:00 სთ